ტურიზმი
18.06.2020 14:41
რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს

კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე, უცხოელი ტურისტი ქვეყანაში ვერ შემოვა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„პირველი მოთხოვნა რაც ჩვენ გვაქვს, ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტს უნდა ჰქონდეს თან PCR-ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. იმ ტურისტებს კი, რომლებსაც თან არ ექნებათ აღნიშნული დოკუმენტი, PCR-ტესტის ჩატარება აეროპორტში მოუწევთ. ბუნებრივია, განვიხილავთ, რომ შესაძლოა ტურისტების დიდი ნაკადი მივიღოთ, ასეთი შემთხვევების მართვისთვის, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სასტუმროებთან, სადაც მოხდება ტურისტების განთავსება და ტესტის პასუხებს ქვეყნის ვიზიტორები სწორედ სასტუმროში დაელოდებიან,“ - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს.

კვირის ამბები