საზოგადოება
18.06.2020 13:05
2020 წელს 2 500-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა - ეკატერინე ტიკარაძე

მიმდინარე წელს, ჩვენი სამინისტრო 2 500-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ ადამიანებს ბევრი წლის წინ მოუხდათ საკუთარი სახლ-კარის დატოვება და ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მათზე ზრუნვა. დამეთანხმებით, ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალია დევნილებისთვის გადაცემული სახლ-კარის რაოდენობა - „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 21 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა ბინით.

ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა 2019 წელს და ჩვენ 1 500-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით საცხოვრებელი ბინა, ხოლო 1000-მდე ოჯახს დავუკანონოთ საცხოვრებელი სახლი. 2020 წელსაც, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან დიდი გეგმები - 2 500-მდე დევნილ ოჯახს წელს აუცილებლად გადავცემთ საკუთარ საცხოვრისს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები