საზოგადოება
18.06.2020 12:35
შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 38 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია

შიდა ქართლიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 38 ნიმუშიდან ყველა პასუხი უარყოფითია. „კოვიდ-19“-ზე კვლევისთვის, ბიოლოგიური მასალა, ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა.

როგორც ცნობილია, რეგიონიდან გაგზავნილი 38 სინჯიდან, ცხრა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებისგან აიღეს, სადაც ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ გორში კოვიდინფიცირების სამი ახალი შემხვევა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე კასპის მუნიციპალიტეტის 6 მაცხოვრებელსაც. ამ დროისთვის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში  ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 92 პირი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.

კვირის ამბები