საზოგადოება
18.06.2020 10:35
კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 893-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადების გამოვლენის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

ვებ.გვერდის ცნობით, კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი იმყოფება.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში კორონავირუსისგან 731 ადამიანია გამოჯანმრთელებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 14-ია.

კვირის ამბები