ტურიზმი
12.10.2019 00:22
5 ევროპული ქალაქი, რომელიც შემოდგომით უნდა მოინახულოთ

ბრიუგე, ბელგია
ბრიუგეს, ბელგიის ამ ულამაზეს ქალაქს, სხვანაირად, ჩრდილოეთის ვენეციასაც უწოდებენ. არხების და ხიდების ქალაქი, შემოდგომაზე ულამაზესი ფერებით იფარება, ჰაერში შემწვარი წაბლის სურნელი ტრიალებს. ღია კაფეებში კი, ბელგიური ცხელი შოკოლადის დაგემოვნება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

რომი, იტალია
რომი ყველა სეზონზე ულამაზესია, თუმცა, თუ მონახულებას გადაწყვეტთ, სექტემბერ-ოქტომბერი მშვენიერ ამინდებს და გადასარევ ფერებს გპირდებათ. ამ დროს აღარაა ის სულისშემხუთველი სიცხე, რაც ამ ქალაქს ახასიათებს ზაფხულობით.

სტოკჰოლმი, შვედეთი
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი მკაცრი კლიმატითაც გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო დრო ივნისი-აგვისტოა, ადრეული შემოდგომის სტოკჰოლმს ტურისტების მოგონებებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
ქალაქის ერთი მესამედი პარკებს და ბაღებს უჭირავს, რომლებიც შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ქალაქს განუმეორებელი ფერებით რთავენ.

დუბროვნიკი, ხორვატია
ადრიატიკის ზღვის მარგალიტი. შემოდგომის სეზონზე ზღვა ჯერ კიდევ თბილია. სასტუმროების ფასი სექტემბრიდან კლებას იწყებს.
ღვინის ტურების სეზონი აქ სექტემბრის შუა რიცხვებიდან იწყება. დუბროვნიკიდან მანქანით 1 საათის სავალზე მდებარე ვენახებში ტურისტებს შეუძლიათ არამარტო დაესწრონ ყურძნის კრეფას, არამედ მონაწილეობაც მიიღონ და ადგილობრივი ღვინოები დააგემოვნონ.

მიუნხენი, გერმანია
მიუხენში ჩაეყარა საფუძველი ლუდის ფესტივალების ტრადიციას, რომელიც ოქტობერფესტის სახელით არის ცნობილი. პირველი ოქტობერფესტი 12 ოქტომბერს, 1810 წელს გაიმართა, როცა ბავარიის მომავალმა მეფემ, ლუდვიგ პირველმა საქსონიის პრინცესაზე იქორწინა. ოქტობერფესტზე აქაური ლუდის ბარები სავსეა ლუდის მოყვარული ტურისტებით.

კვირის ამბები