საქართველოის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნული ჩემპიონატის თამაშები 25 ივნისს განახლდება, თუმცა, ამ დროისთვის საუბარი არ არის ლიგა 3/4-ის შეხვედრების განახლებაზე.
საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელი, გია ისიანი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ ამ დროისთვის ზოგადი მონახაზი არ არის, თუ როდის განახლდება თამაშები. „ამ ეტაპზე არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული ლიგა 3/4-ის თამაშების განახლებაზე. რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ეროვნული ლიგა ჩემპიონატს 25 ივნისიდან განაახლებს და ალბათ, მოვლენებიდან გამომდინარე გადაწყდება შემდგომი ნაბიჯები. ჩემი ვარაუდით, ივლისის შუა რიცხვებიდან განახლდება თამაშები, მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ყველაფეერი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა გია ისიანმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგა 3/4-ის მხოლოდ ერთი ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, გორის „გორი“ სატურნირო ცხრილში 1 ქულით მესამე ადგილზეა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება