საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით, COVID19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და საქართველოში შიდა ტურიზმის წახალისების მიზნით, კამპანია - „აღმოაჩინე შენი ქვეყნის მემკვიდრეობა“- დაიწყო. იდეის ინიციატორები, ადგილობრივ ტურისტებს ქვეყნის შიგნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობისკენ მოუწოდებენ. კამპანია მიზნად ისახავს ტურიზმის ინდუსტრიის გააქტიურებას და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ხელშეწყობას. GMnews-ი შეგახსენებთ, რომ შიდა ტურიზმი ქვეყანაში ორი დღის წინ, 15 ივნისს გაიხსნა და მოგზაურობის მსურველებს შიდა ქართლის შესახებ მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით. შიდა ქართლი საქართველოს იტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. რეგიონში მრავლად გვხვდება ისტორული, კულტურული და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლები. აქ ნახავთ როგორც უძველესი კულტურის ნაშთებს, ასევე, შუასაუკუნოვანი ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვან ნიმუშებს. შიდა ქართლი მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნებით, მინერალური წყლებითა კურორტებითაც მდიდარია. ალპური მდელოები თუ მწვანეში ჩაფლული ტბები და ჩანჩქერები შესანიშნავი მიგნებაა ხეტიალისა და ბუნების სიმშვიდეში განტვირთვის მოყვარულთათვის.
გთავაზობთ ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც ვფიქრობთ, გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით სხვადასხვა ეპოქის შიდა ქართლის კულტურულ, ისტორიულ ღირებულებებზე და მრავალფეროვან ლანდშაფტზე
კულტურული ძეგლები
უფლისციხე
ატენის სიონი
ყინწვისის მონასტერი
სამთავისის ტაძარი
წრომის ტაძარი
ქვათახევის მონასტერი
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი
რკონის სამონასტრო კომპლექსი
მაღალაანთ ეკლესია
ხოფის მონასტერი
გრაკლიანი გორა
ციხიაგორის ნამოსახლარი
სხვილოს ციხე
გორის ციხე
სურამის ციხე
ბუნება
ძამის ხეობა
ატენის ხეობა
ბატეთის ტბა
ერწოს ტბა
ნადარბაზევის ტბა
დამჩქერას ჩანჩქერი
ბიისის ჩანჩქერი
ბიჯნისის ჩანჩქერი
ჯამჯამას მთა
კურორტები
სურამი
ბიისი
ფელი
ხოვლე
გარიყულა