საინტერესო ამბები
12.10.2019 00:13
ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა

იტალიაში, სიცილიის აღმოსავლეთით,  ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა. ინფორმაციას იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.

ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანის ფერდობებზე დამონტაჟებულმა კამერებმა ამოფრქვევები ადგილობრივი დროით, დილის 06:30 საათზე დააფიქსირა. ვულკანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება ძლიერი კვამლი.

კატანიის საერთაშორისო აეროპორტის განკარგულებით, საათში მხოლოდ ოთხი ფრენის მიღება მოხდება.

ეტნა ევროპაში ყველაზე აქტიური ვულკანია. სტატისტიკურად, ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. ვულკანის გარშემო, გაცივებული ლავა და ამავდროულად, აქ არსებული ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ზეთისხილს აშენებენ.

2013 წელს ვულკანი ეტნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

 

კვირის ამბები