სპორტი
16.06.2020 12:24
გორელი კალათბურთელი ნიკა დარბაიძე „დინამოში“ გადავიდა

22 წლის გორელი კალათბურთელი ნიკა დარბაიძე (204 სმ) თბილისის ,,დინამოში“ გადავიდა. გასული სეზონი ნიკამ ,,ოლიმპში“ ჩაატარა, იქამდე კი, ,,აკადემიას“ ღირსებას იცავდა.

დარბაიძე საქართველოს ნაკრების კანდიდატებს შორისაა და საკლუბო კარიერაშიც ყოველთვის წამყვან კლუბებში ასპარეზობს. მისი ახალი გუნდი - ,,დინამოც“ ცხადია, ქართული კალათბურთის გამორჩეული გუნდია.

აღსანიშნავია, რომ ნიკას ,,დინამოში“ გორელი თანაგუნდელი – ვოვა თავაქარაშვილი (201 სმ) დახვდება. ვოვა ამჟამად 18 წლისაა და ,,დინამოს“ ფორმა ორი წელია რაც მოირგო.

დარბაიძე და თავაქარაშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის კალათბურთის სექციის აღზრდილები არიან.

შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ  პანდემიის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის გაუქმების  გადაწყვეტილება მაისის მიწურულს მიიღო. ახალი სეზონი კი, სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება.

კვირის ამბები