საზოგადოება
16.06.2020 10:20
შიდა ქართლიდან გაგზავნილი ყველა ნიმუშის პასუხი უარყოფითია, რეგიონში covid 19-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა
ეპიდემიოლოგებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე სკრინინგის საფუძველზე, ლუგარის ლაბორატორიაში 67 მოქალაქის ნიმუში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე, ყველა ნიმუშზე უარყოფითი პასუხია, - აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის შიდა ქართლის რეგიონილ ცენტრში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევა გამოვლინდა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. ამჟამად, გორში კორონავირუსული ინფექციის სამი, კასპში კი - 6 დადასტურებული შემთხვევაა.
კვირის ამბები