15.06.2020 13:41
გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, გთხოვთ, თავი შეიკავოთ გარეთ გასვლისგან - გორის მუნიციპალიტეტის მერი
გორის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. კონსტანტინე თავზარაშვილი მიმართვას სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს:
„ძვირფასო გორელებო! სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში კოვიდ-19 - ის დადასტურებული 3 ახალი შემთხვევა გვაქვს. შედეგად, ამ ეტაპზე, 37 მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფება. თქვენ იცით, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა, ქვეყანაში კვლავ ძალაში რჩება რიგი რეგულაციები. გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნები, რათა არ გვქონდეს ახალი შემთხვევების მატება. გთხოვთ, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოთ გარეთ გასვლისგან, დაიცვათ სოციალური დისტანცია და ისარგებლოთ პირბადით სარგებლობის დადგენილი წესების შესაბამისად. გთხოვთ, დაიცვათ რეკომენდაციები! გისურვებთ ჯანმრთელობას“, - წერს კონსტანტინე თავზარაშვილი.