საზოგადოება
15.06.2020 12:53
დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაჯარიმდებით
საქართველოს მთავრობამ იმ დაწესებულებების ჩამონათვალი განსაზღვრა, სადაც პირბადის გარეშე ყოფნის გამო ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირს, რომელიც მოქალაქეს დაწესებულებაში ნიღბის გარეშე შეუშვებს, 500 ლარიანი ფინანსური სანქცია დაეკისრება.
GMnews-ი გთავაზობთ იმ ობიექტების ჩამონათვალს, სადაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ პირბადე არ გეკეთებათ, დაჯარიმდებით:
საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღები;
საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართული შეხვედრები, სადაც შეუძლებელია დისტანციის დაცვა; საერთო სარგებლობის ლიფტები; სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები; სავაჭრო ობიექტები; ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები; საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა არ ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სასუნთქი ორგანოების პრობლემები, ფილტვის დაავადებები, ბრონქული ასთმა. ასევე, არ დაჯარიმდებიან შშმ პირები. გარდა ამისა, შეხვედრებზე თავშეყრისას მომხსენებელს შეუძლია, არ გაიკეთოს პირბადე პრეზენტაციისას, თუ იცავს ორმეტრიან დისტანციას.
კვირის ამბები