საზოგადოება
15.06.2020 10:49
შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კოვიდინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრები ინფიცირებული სანიტრის ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირება დღეს დაუდასტურდათ.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურების შემდეგ, შემდეგაც მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა. სოფელ მეტეხში, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ეპიდემიოლოგები და მიმდინარეობდა ღრმა ეპიდკვლევა, რის საფუძველზეც რამდენიმე საეჭვო პირის ნიმუშები გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ჩატარებული კვლევებისას ინფიცირებული სანიტრის ოჯახის ოთხ წევრს კოვიდინფიცირება დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, სოფელ მეტეხში ღრმა ეპიდკვლევა დღესაც ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, ლაბორატორიაში გაიგზავნება დამატებითი ნიმუშები და სავარაუდოდ, თვითიზოლაციის რეკომენდაციაც კიდევ მიეცემათ ახალ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ პირებს.

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან - 3 გორში, 6 კი - კასპის მუნიციპალიტეტში.

კვირის ამბები