საზოგადოება
15.06.2020 08:53
შესაძლოა, პირველი და მეორე ტალღა ისე გადაებას ერთმანეთს, რომ მათ შორის წყვეტა ვერ დავინახოთ, კორონავირუსს არ აღმოაჩნდა სეზონურობა - თენგიზ ცერცვაძე

სხვა სახის რადიკალური შეზღუდვებისგან თავის ასარიდებლად, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვას ის მინიმალური შეზღუდვები, რაც ქვეყანაში ამჟამად არსებობს.

„რა მინიმალური შეზღუდვებიც ახლა არსებობს - რომ პირბადეები ვატაროთ, სოციალური დისტანცირება დავიცვათ და ხალხმრავალ შეკრებებს თავი ავარიდოთ, ეს უნდა დავიცვათ და სწორედ ეს უნდა გამკაცრდეს, რომ დაცული იყოს არსებული მინიმალური შეზღუდვები და არა ის, რომ ,,კომენდანტის საათი" დაწესდეს და ქალაქებს შორის მიმოსვლა შეწყდეს. ჩვენ შემთხვევაში ორი ვარიანტია - ერთი, რომ პირველი ტალღის ნარჩენები თანდათან შემცირდეს და როცა დიდი სიცხეები დაიწყება, დავიდეს მინიმუმამდე. სწორედ მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, მეორე ტალღა იქნება თუ არა ოქტომბერ-ნოემბერში, უფრო სუსტი იქნება თუ უფრო ძლიერი. მეორე ვარიანტია, რომ პირველი და მეორე ტალღა ისე გადაებას ერთმანეთს, რომ მათ შორის წყვეტა ვერ დავინახოთ, რადგან კორონავირუსს არ აღმოაჩნდა ისეთი სეზონურობა, როგორსაც მოველოდით“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

კვირის ამბები