საზოგადოება
14.06.2020 11:29
კორონავირუსით გარდაცვლილი მე -14 პაციენტი ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო

საქართველოში Covid 19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტი 68 წლის მამაკაცია, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელი იყო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანის განცხადებით, არნიშნული პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე რთული იყო და საუნივერსიტეტო კლინიკაში 4 აპრილს მოათავსეს.

რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, პარალელურად, მას ჰქონდა ძირითადი დაავადებების გართულებები - თირკმლის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია, ამ ფონზე კი  გამოვლინდა მკვეთრი იმუნოდეფიციტი.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 851 ერთეულია, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 703-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პაციენტი.

კვირის ამბები