გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დადგენილი წესების კონტროლის გამკაცრებაზე მსჯელობს. აღნიშნული საკითხი საბჭოს დღევანდელი სხდომის ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო.
„გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას. ამასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი გამკაცრდება“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღეს დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება