საზოგადოება
12.06.2020 13:05
Covid 19-ის ახალი შემთხვევა კასპშიც დადასტურდა, ინფიცირებული 61 წლის ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია

ბოლო 24 საათში შიდა ქართლში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გორის გარდა Covid-19 კასპშიც დადასტურდა. ინფიცირებული 61 წლის ქალი თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს სანიტარია.

დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კასპში, ინფიცირებულთან  კონტაქტში მყოფი 5 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, პარალელურად, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.

,,ინფიცირების კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კასპში. ამ შემთხვევაში, წყარო ცნობილია. ინფიცირებული 61 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. დადგენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფთა წრე, 5 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა“, - განაცხადა საუბრისას დაავადებათა კონტროლის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა გორში დადასტურდა. ინფიცირებული ,,ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელის გორის ფილიალის თანამშრომელია.

კვირის ამბები