საზოგადოება
12.06.2020 10:20
გამოვთქვამ იმედს, რომ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, მალე, უფრო მეტი ურთიერთობის შესაძლებლობა ექნებათ - აშშ-ის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი შიდა ქართლში სტუმრობისას მხარის სახელმწიფო რწმუნებულსაც შეხვდა და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო. კელი დეგნანის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაზეც შეხვედრისას ისაუბრეს, ადმინისტრაციულ ხაზთან არსებული ვითარება და საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის საკითხია.

,,შეხვედრისას, როგორც გუბერნატორთან, ისევე გორის მერთან, განვიხილეთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, ის, თუ რაოდენ დიდი ზიანის მომტანია არსებული გამყოფი ხაზი ადგილობრივი თემებისთვის, ადგილობრივი საზოგადოებისთვის და შევეხეთ იმ უკანონონო ბორდერიზაციისა და ქმედებების საკითხებს, რაც ხორციელდება საოკუპაციო ძალების მიერ და მე გავმოვთქვამ იმედს, რომ მალე იქნება შესაძლებლობა, რომ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს, უფრო მეტი ურთიერთობის შესაძლებლობა ექნებათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდების, ისე თითოეული მოსახლის და თიოეული ადამიანისთვის“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

კვირის ამბები