საზოგადოება
11.06.2020 13:14
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გორის მერს სტუმრობდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი გორის მუნიციპალიტეტის მერს სტუმრობდა. კელი დეგნანსა და კონსტანტინე თავზარაშვილს შორის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ამერიკის მთავრობის მიერ გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმოიხილეს.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, თბილისის გარეთ პირველი ვიზიტი გორში განახორციელა და იმედი გამოთქვა, რომ თანაშმრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩემი პირველი ვიზიტი თბილისის გარეთ, საქართველოს რეგიონებში გორის მუნიციპალიტეტით დავიწყე. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გორთან კვლავაც აქტიურად გაგრძელდება,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ  შეხვედრა გაცნობითი ხასიათს ატარებდა, სადაც კონსტანტინე თავზარაშვილმა სტუმარს ამერიკის მთავრობის მიერ გორის მუნიციპალიტეტში დაფინანსებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნ, ამასთან, მხარეებმა ამერიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრის ბოლოს ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და სიმბოლური საჩუქრებიც გაცვალეს.

კვირის ამბები