70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 1-ელი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერებზე თანხის კიდევ უფრო მეტად ზრდა იგეგმება და მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება.
„მინდა შევეხო 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ, ყველა ეკონომიკურ უწყებასთან ერთად სისტემურად იმუშავა. რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრი აბსოლუტურად სხვა იყო. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, 70 წელს ზემოთ ჩვენს პენსიონერებს, 1-ელი ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით და მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს. გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი.
ეს ზრდა დაკავშირებული იქნება როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზევით პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80%-ის მაჩვენებელთან. თითოეული ჩვენი 70 წლამდე პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს ყოველწლიურად, ხოლო 70 წელს ზემოთ 25 ლარს. ეს არის ის მუნიმუმი, რომელიც ქვეყანას შეუძლია პენსიონერებს შესთავაზოს. გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ყველამ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ყოველწლიურად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“, - განაცხადა გახარიამ.