საზოგადოება
11.06.2020 12:18
პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა პირბადის სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები პირველი მოსმენით (73 ხმით) დაამტკიცა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას აწესებს.
ახლადმიღებული რეგულაციის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეებში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ფიზიკური პირებისთვის ჯარიმა 20 ლარით განისაზღვრა. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ასევე, 20 ლარით დაჯარიმდებიან მგზავრები და მძღოლები.
რაც შეეხება იურიდიული პირებს, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს იურიდიული პირების 500 ლარით დაჯარიმებას.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის კვლავ 2000 ლარის ოდენობით ჯარიმაა განსაზღვრული, იურიდიული პირისთვის კი - 10 000 ლარიანი ჯარიმა. იმ შემთხვევაში კი, თუ ფიზიკური ან იურიდიული პირი განმეორებით განახორციელებს ამ ტიპის დარღვევებს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიეცემა.
კვირის ამბები