გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
სოფლის ერთ-ერთ უბანში მიმდინარე სამუშოებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილზე გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
შინდისში, ე.წ. „ნახალოვკის“ უბანში მცხოვრებ 120-მდე ოჯახს, სოფლის სხვა დანარჩენი უბნებისგან განსხვავებით, დღემდე სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ აღნიშნული უბნის მაცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდებათ და წყალს შეუფერხებლად მიიღებენ.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ჭაბურღილის, ასევე, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკისა და სანიტარული ზონის მოწყობაც. ამასთან, აღნიშნული პროექტი ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებასაც გულისხმობს. შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად 474 474 ლარი გაიხარჯება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება