საზოგადოება
10.06.2020 11:53
გიორგი გახარია - მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაციას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზემო ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა გამოსავლენად მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს, ამასთან ჯანდაცვის სისტემა მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს, რომ სწრაფად უმკურნალოს პაციენს და „დააბრუნოს თავის სამუშაო ადგილზე“.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს წელი წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ეპიდემიას ვმართავთ ჩვენ ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა, ჩვენ თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ და ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ანუ ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინიგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების, იმისთვის, რომ ინფიცირების გამოვლენა მოხდეს სწრაფად, შემდგომ ჯანდაცვის სისტემა მზად უნდა იყო, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და სწრაფად დააბრუნოს ყველა თავის სამუშაო ადგილზე, დაუბრუნოს ეკონომიკას, ფერმერი - ბაღში, მუშა - ქარხანაში, მეცნიერი - ინსტიტუტში, მოსწავლე - სკოლაში და საჯარო მოხელე - ხალხის სამსახურში. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა მოვასწროთ 4-5 თვეში იმისთვის, რომ არავინ არ იცის, სეროზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებებში, ისინი ხან იძახიან, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან იძახიან - არ იქნება. ხან იძახიან, რომ 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან იძახიან, რომ ვაქცინა 2 წელი არ იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

კვირის ამბები