საზოგადოება
11.10.2019 17:00
პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო ჯარიმების გამოწერა 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება

„პარკირების ინსპექტორები ჯარიმების წერას 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებენ, მანამდე კი, ჩვენი თანამშრომლების საქმიანობა, ძირითადად საინფორმაციო კამპანიით შემოიფარგლება. ამ ერთი თვის განმავლობაში, შევეცდებით, მაქსიმალურად გავავრცელოთ ინფორმაცია აღნიშნული სერვისის შესახებ, ამასთან, თვის ბოლომდე მოგვარდება ყველა ტექნიკური საკითხი, მათ შორის, საფასურის გადახდასთან დაკავშირებული დეტალები“ – ამბობს MGnews-სთან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი, ბაჩანა გვიანიშვილი.

პარკირების საფასურის და ჯარიმის საფასურის გადახდა შესაძლებელია: ვებგვერდის (goriparking.ge) საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, (ჯერჯერობით მხოლოდ TBC Pay და თიბისი ბანკის) ნებისმიერ საბანკო დაწესებულებიდან.

კვირის ამბები