გორში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აღმაშენებლის გამზირიდან რაზმაძის ქუჩამდე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. საერთო ჯამში, რეაბილიტაცია 506 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა და ქალაქის მერმა, მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს და მუშა პროცესს ადგილზე გაეცნენ.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურის პირობებში მოქალაქეებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ.
ცნობისთვის, პროექტის ღირებულება 429 991 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" აწარმოებს. როგორც ცნობილია, ხელშკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოები ივლისში უნდა დასრულდეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება