საზოგადოება
08.06.2020 14:01
რა შეზღუდვები რჩება ძალაში
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რკინიგზისა და საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა კვლავ აკრძალულია (ამჟამად არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლა, სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება);
ტაქსით სამ პირზე მეტის გადაყვანა (მათ შორის ერთი მძღოლია). მგზავრები ამ შემთხვევაში კვლავ უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ და ყველას უნდა ეკეთოს პირბადე;
სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები, 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხის გადახდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების გაუქმების კიდევ ერთი ეტაპი საქართველოში დღეიდან ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ამჟამად საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებს და სავალუტო პუნქტებს შეეხო.
ამჟამად მოქმედი ყველა შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.
კვირის ამბები