25 წლის გორელი ფეხბურთელი ლევან ნონიკაშვილი თბილისის ,,საბურთალოში“ გააგრძელებს კარიერას.
ნონიკაშვილი გორის საფეხბურთო სკოლის მიერ აღზრდილი ახალი თაობის ერთ–ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული წარმომადგენელია. ის წლების მანძილზე გორის ,,დილაში“ ასპარეზობდა და ერთ–ერთი წამყვანი მოთამაშეც იყო. ერთხანს იგი გუნდის კაპიტანიც გახლდათ.
შარშან, ნონიკაშვილი საჩხერის ,,ჩიხურაში“ გადავიდა, ახლა კი ,,საბურთალოს“ ფორმა მოირგო.
ლევანისთვის ეს ტრანსფერი წინსვლად უნდა ჩაითვალოს, რადგან ,,საბურთალო“ ტიტულოვანი კლუბია და მიმდინარე საფეხბურთო სეზონშიც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა აქვს დასახული.
ეს გუნდი 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატში გამართული 2 ტურის შემდეგ 4 ქულას ფლობს და სატურნირო ცხრილში გორის ,,დილასთან“ ერთად II-III ადგილებს იყოფს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება