სამართალი
05.06.2020 19:53
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა

გორში, სამეფოს ქუჩაზე, ველოსიპედით მოძრავ 6 წლის ბიჭს მანქანა დაეჯახა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ბავშვი კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა. მორიგე ქირურგის, ლევან კობახიძის განცხადებით, ბავშვს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

,,პაციენტს აღენიშნებოდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ეკსკორაციები, დაჟეჟილობა ქვედა კიდურებზე, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, იმყოფებოდა დაკვირვების ქვეშ, ამბულატორიულად გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და კლინიკა დატოვა“, - განაცხადა ლევან კობახიძემ.

კვირის ამბები