საზოგადოება
05.06.2020 11:32
პირბადის გარეშე გადაადგილება 50 ლარით დაისჯება
დახურულ სივრცესა და ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიულ პირს კი, 500 ლარი დაეკისრება. მოქალაქეები 50 ლარით დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაშიც, თუ ტაქსით მგზავრობის დროს პირბადეს არ გამოიყენებენ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტი უკვე მზად არის და პარლამენტი მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავს.
კვირის ამბები