საზოგადოება
05.06.2020 11:13
მოსახლეობას გზებზე შექმნილი შეფერხებებისთვის ბოდიშს ვუხდი, მაგრამ გასარწყავიანების პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს - გორის მერი

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, ქალაქის გასარწყავიანების ახალი სისტემის მოწყობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მუშა პროცესს გაეცნო. კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც აღდგება გზებზე დაზიანებული ასფალტის საფარიც და ქალაქში გადაადგილებისას შექმნილი დისკომფორტი მოიხსნება.

„მინდა, გორის მოსახლეობას გზებზე შექმნილი შეფერხებებისთვის ბოდიში მოვუხადო, მაგრამ დამეთანმხებით, რომ გასარწყავიანების ახალი სისტემის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურისა და იერსახის გაუმჯობესებისთვის, რადგან მთლიანად უზრუნველყოფს მწვანე სივრცეების, გაზონების, სკვერების და შადრევნების წყალმომარაგებას თვითდინებით, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს ფინანსური და ადამიანური რესურსების დაზოგვის საშუალებას მისცემს, ამასთან, დაიცავს გადახმობისგან ბაალახსა და ნარგავებს ზაფხულის ცხელ დღეებში“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

პროექტი გასარწყავიანების ახალი მაგისტრალის 5200 მეტრის სიგრძეზე მოეწყობას ითვალისწინებს, ასევე, რეაბილიტირდება შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული აქამდე დახურული სათავე ნაგებობა, საიდანაც წყალი თვითდინებით მიეწოდება ქალაქში არსებულ სკვერებსა და შადრევნებს. პროექტის ღირებულება 477 627 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფიანსებით ხორციელდება.

კვირის ამბები