საზოგადოება
04.06.2020 18:41
სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ სეტყვა იყო. გორის მერის ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა სოფელი ქვემო ნიქოზი.

,,სამწუხაროდ, მეორე დღეა უამინდობაა ჩვენს მუნიციპალიტეტში და შესაბამისად, ზარალიცაა. ცოტა ხნის წინ მოსულმა სეტყვამ სოფელი ქვემო ნიქოზი დააზარალა. დაზიანდა ხეხილის ბაღები, კურკოვანი ხილის და ყურძნის მოსავალი, რაც შეეხება სხვა სოფლებს, ზიანის შესახებ მერიაში ინფორმაცია არ შემოსულა“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ქვემო ნიქოზელების განცხადებით, სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა, მათივე განცხადებით, ვენახებისა და ხეხილის ბაღების გარდა, დაზიანდა ბოსტნეული კულტურებიც.

კვირის ამბები