2020-2021 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის გორის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება, - აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში დაუდასტურეს.
„2020-2021 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს. გასული წლის მსგავსად, ქალაქის ბაღებში ჩასარიცხად იწარმოებს ელექტრონული რეგისტრაცია, რაიონის ბაღებში ჩასარიცხად, ადგილობრივი ბაღის დირექტორთან დაიწერება განცხადება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხება სასწოლო მზაობის ცენტრებს, სააგენტოს ცნობით, განცხადების საფუძველზე მოხდება აღსაზრდელთა ჩარიცხვა, განცხადების დაწერა კი, მშობლებს 20 ივლისიდან, სააგენტოში შეეძლებათ.
ცნობისთვის, რეგისტრაციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ადმინისტრაცია პროცესის დაწყებამდე 2 კვირით ადრე დააანონსებს.