რეგიონი
04.06.2020 15:17
მხარის გუბერნატორმა თელიანში მდებარე მეფრინველეობის ფერმა მოინახულა

შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელიანში მდებარე მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა და საწარმოში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ფერმა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლეა, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს, ქათმის ხორცით ამარაგებს ადგილობრივ ბაზარს და სრულად ფარავს რამდენიმე ქსელურ მარკეტს. აღსანიშნავია, რომ საწარმოში 1,5 მილიონ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული და ძირითადად, ადგილობრივები არიან დასაქმებულები.

საწარმო „თელა“-ს ხელმძღვანელის თქმით, მათთან წარმოებული პროდუქცია მაღალი ხარისხით გამირჩევა. მუშაობის პროცესში კი, სრულადაა დაცული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„მოგეხსენებათ, მსგავსი წარმოების ხელშეწყობა სახელმწიფოსთვის არის პრიორიტეტული მიმართულება და სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ეხმარება კერძო სექტორს კიდევ უფრო განვითარდეს, გაძლიერდეს და შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილობრივ ბაზარს შესთავაზოს ადგილზე წარმოებული პროდუქცია,“ - განაცხადა მხარის რწმუნებულმა.

ცნობისთვის, გიგი ხოჯევანიშვილმა ფერმის ტერიტორიაზე ადგილობრივი ვაზის ჯიშებით გაშენებული ვენახიც დაათვალიერა.

კვირის ამბები