საზოგადოება
04.06.2020 14:47
ქარის შედეგად დაზიანებულ სახურავს ის კომპანია აღადგენს, რომელმაც სამუშაოები აწარმოა - გორის მერი

გუშინ საღამოს, გორში, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, - ეს განცხადება გორის მუნიციპალიტეტის მერმა GMnews-თან საუბრისას გააკეთა.

კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერია გუშინვე დაუკავშირდა კომპანიას, რომელმაც აღნიშნული კორპუსის გადახურვის სამუშაოები აწარმოა.

,,ჩვენ, გუშინვე დავუკავშირდით კომპანიას, რომელმაც სტალინის #1-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები აწარმოა. კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, მათ აიღეს ვალდებულება, რომ დაზიანებული სახურავის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებენ. ამ წუთებში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები - აზომვა, დაგეგმვა, რაც შეეხება დროებით გადახურვას, მერიამ უზრუნველყო კორპუსის გადახურვა დროებითი მასალით, რომ ვიდრე კაპიტალური სამუშაოები შესრულდება, ნალექის შემთხვევაში არ დაზარალდეს მოსახლეობა და ბინებში წყალი არ ჩავიდეს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.  

კვირის ამბები