სპორტი
04.06.2020 08:50
გორში ფეხბურთი 27 ივნისს განახლდება, ,,დილა" ,,სამტრედიას" უმასპინძლებს

პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, გორის ,,დილა" პირველ მატჩს ეროვნულ ლიგაში 27 ივნისს გამართავს.

ახალი სატურნირო კალენდარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე გამოაქვეყნა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფაქტობრივად, გრძელდება ჩემპიონატი, რომელიც მიმდინარე წელს, 1-ელ მარტს დაიწყო და მის იძულებით შეწყვეტამდე მხოლოდ 2 ტურის გამართვა მოესწრო.

რიგით მესამე ტურის მატჩი გორელებს ,,სამტრედიასთან" 27 ივნისს, 21 საათზე შინ უწევთ.

სხვაობა ისაა, რომ ეროვნული ლიგის 10 გუნდი სეზონში ერთმანეთთან 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ითამაშებს.

27 ივნისს ,,დილა" – ,,სამტრედია" მაყურებლის გარეშე გაიმართება.

მომდევნო ტურში, 4 ივლისს კი, გორელები სტუმრად ,,ჩიხურას" (საჩხერე) თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

კვირის ამბები