გორში, სტალინის N1-ში მდებარე კორპუსს, ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
სახურავი გზის სავალ ნაწილზე ჩამოვარდა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ოპერატიულად გამოცხადნენ პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფება გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
ამ დროისთვის, გორის ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი: „შეტყობინების მიღებისთანავე გამოვედით შემთხვევის ადგილზე. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უკვე შეიქმნა სპეციალური სკომისია, რომელიც შეისწავლის მომხდარ ფაქტს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.
ცნობისთვის, სახურავის ფრაგმენტები პარკინგზე მდგომ ერთ ავტომობილს დაეცა და მნიშვნელოვნად დააზიანა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება