საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმა მაქსიმუმ 100 ლარის ფარგლებში განისაზღვრება. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ასეთი მიდგომა განიხილება: ფიზიკური პირებისთვის პირბადის გამოუყენებლობაზე ჯარიმის ოდენობა არ აღემატებოდეს საშუალო ხელფასის მეათედს, კერძო კომპანიებისა და იურიდიული პირებისთვის კი, ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს საშუალო ხელფასის მთლიანი ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო სანქციის შემოღების საჭიროებაზე რამდენიმე დღის წინ იმსჯელეს, იურიდიულ და ჯანდაცვის კომიტეტებს შესაბამისი ცვლილებების მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ სთხოვა. არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ჯარიმის ოდენობა რაციონალური უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და არ იწვევდეს მოქალაქის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება