საზოგადოება
03.06.2020 11:26
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება
ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება. სავალუტო ჯიხურების ასოციაციის ერთ-ერთ წარმომადგენლის, ვახტანგ გრიგალაშვილის თქმით, ამ დროისათვის, COVID-19-ის პრევენციისთვის, სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის, თუმცა, ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც სხვა საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ.
ცნობისთვის, უწებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ქვეყნის მასშტაბით, 800-მდე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობაა შეჩერებული.
მთავრობის დადგენილებით, სავალუტო ჯიხურების საქმიანობა 31 მარტს შეჩერდა.
კვირის ამბები