საზოგადოება
02.06.2020 21:49
მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ავიარეისების აღდგენას იწყებენ

მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები პანდემიის გამო შეჩერებული საერთაშორისო ავიარეისების აღდგენას იწყებენ.

ერთ-ერთი პირველი, რომელიც ავიარეისების აღდგენას გეგმავს, უმსხვილესი ავიაკომპანია Turkish Airlines-ია.

კომპანიის წარმომადგენლის, იაჰია იუსთუნის განცხადებით, პირველ ეტაპზე ავიამიმოსვლა თურქეთის 14 და ევროპის 16 ქალაქს შორის აღდგება, შემდგომ კი, ეტაპობრივად იგეგმება სხვა მიმათულებების აღდგენა.

ამასთან, Turkish Airlines-ი განმარტებას აკეთებს, რომ ფრენების აღდგენის შემდეგ, აეროპორტებსა და თვითმფირნავის ბორტზე მაქსიმალურად იქნება დაცული სოციალური დისტანცია, ჰიგიენური ნორმები და დადგენილი სხვა რეგულაციები.
კვირის ამბები