მსოფლიო ბანკმა ,,მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო კორუფციის კონტროლის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 33 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას.
საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ლიეტუვა, პოლონეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, ლატვია, და ა.შ.
კორუფციის კონტროლი შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება:
რეგულაციების ხარისხის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეთერთმეტე პოზიციას იკავებს.
მსოფლიო ბაკნის ,,გლობალური მმართველობის ინდიკატორით" ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. აღნიშნული კვლევა პირველად 1996 წელს ჩატარდა.