საზოგადოება
02.06.2020 13:33
გორის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - მარი გიუნაშვილი

გორის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე გორსა და გორის რაიონის სოფლებში სიმშვიდეა. ამ დროისთვის, კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევები არ გვაქვს. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გეტყვით, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება ოთხი პირი, ოთხივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. აქედან ორი  იმყოფებოდა თურქეთში და ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, მოთავსდნენ საკარანტინო სივრცეში, შემდეგ კი, საკუთარი სურვილისამებრ, ოჯახის დანარჩენ ორ წევრთან ერთად გადავიდნენ თვითიზოლაციაში“, - აღნიშნა გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში 29 მარტს დაფიქსირდა. ახალი კორონავირუსით ინფიცირება თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას და მასთან კონტაქტში მყოფ 7 პირს დაუდასტურდა.

კვირის ამბები