საზოგადოება
02.06.2020 12:09
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნისთვის ჯარიმები დაწესდება
პარლამენტის ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტები აქტიურად მუშაობენ პროექტზე, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებს.
მმართველი გუნდის ინიციატივის დაჩქარებული წესით შემუშავება კოლეგებს გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დაავალა.
„დავიწყეთ მუშაობა ამ პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვსურს, რომ სწრაფად დავაინიციროთ ეს წინადადება იმისათვის, რომ გავწეროთ რა ტიპის დარღვევებია ყველაზე ხშირი და რა ტიპის სანქცია უნდა იყოს დაკისრებული. საუბარია იმაზე, რომ პასუხისმგებლობა და სანქცია იყოს ისეთი, რომ საზოგადოებისათვის არ იყოს დიდი ტვირთი. სავარაუდოდ, ეს ნორმატიული აქტი მიღებული მომდევნო კვირაში იქნება“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
კვირის ამბები