საზოგადოება
02.06.2020 11:27
დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის III ეტაპი დაიწყო
დღეიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის III ეტაპი დაიწყო და როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გფანმარტავენ, პროცესი 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ.გვერდზე registration.emis.ge-ზე მიმდინარეობს და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი ახორციელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
ცნობისთვის, რეგისტრაციის ბოლო მეოთხე ეტაპი 20 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გასტანს და ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II დაIII ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
კვირის ამბები