გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურების ნაწილმა მუშაობა სრულად განაახლა, ნაწილი კი - კვლავ ნაწილობრივი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ალექსანდრე თარხნიშვილმა განუცხადა.
თარხნიშვილის თქმით, გორის მერია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით მოქმედებს.
„გორის მუნიციპალიტეტის მერია და მერიის ქვემდებარე სამსახურები კვლავ რჩებიან ნაწილობრივი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. მთავრობის შესაბამისი რეკომენდციების გათვალისწინებით, იმ სამსახურებში, სადაც შესაძლებელია ფუნქცია-მოვალეობების დისტანციურად შესრულება, შენარჩუნებულია აღნიშნული მუშაობის რეჟიმი“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, გორის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე 12 მარტიდან გადავიდა. გორის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი გადაწყვეტილების თანახმად, ჩვეული გრაფიკით მუშაობდნენ მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეები, სამსახურებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები.