რეგიონი
11.10.2019 14:35
შიდა ქართლის რეგიონი გამორჩეული ტრადიციების მქონეა და აქ წარმოებულ პროდუქციას საექსპორტო მნიშვნელობა აქვს - ლევან დავითაშვილი 

რეგიონის ტურისტულ და აგროწარმოების პოტენციალზე, საინვესტიციო გარემოსა და მსგავს საკითხებზე იმსჯელეს უფლისციხეში დღეს გამართულ აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმზე. სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები, შეხვედრის მონაწილეებსა და დამსწრეებს დეტალურად სოფლის მეურნეობის მინისტრმა გააცნო. ლევან დავითაშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას, წარმოების ზრდას და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას.

„ჩვენი ქვეყნის სასოფლო-სამურნეო პოტენციალის წარმოსაჩენად, მსგავს აქტივობებს გარკვეული პერიოდულობით ვმართავთ სხვადასხვა რეგიონში. აღნიშნული მიზნით, დღეს შიდა ქართლს ვეწვიეთ. მოგეხსენებათ, ეს რეგიონი გამორჩეული ტრადიციების მქონეა და აქ წარმოებულ პროდუქციას საექსპორტო მნიშვნელობა აქვს. აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი კი, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიური კომუნიკაციისა და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობის კუთხით საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს,“ - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

კვირის ამბები