საზოგადოება
01.06.2020 11:02
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ერთი ყველაზე უძველესი საერთაშორისო თარიღია. ერთ-ერთი ვერსიით, ამ თარიღის 1-ლი ივნისს აღნიშვნა დაკავშირებულია ჩინელი პოლიტიკოსის სახელთან. 1925 წლის 1 ივნისს, სან-ფრანცისკოში ჩინეთის გენერალურმა კონსულმა შეკრიბა ობოლი ჩინელი ბავშვები და მოაწყო მათთვის დუან-უცზეს ზეიმი (ნავი-დრაკონების ფესტივალი). პარალელურად, ეს დღე დაემთხვა ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ 1925 წლის ჟენევის მსოფლიო კონფერენციას.
1949 წლის ნოემბერში, პარიზში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ კიდევ ერთხელ იმსჯელა მთელ მსოფლიოშიმშვიდობის შენარჩუნებაზე, რომელიც ბავშვებისთვის ბედნიერი ცხოვრების ერთადერთ გარანტად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. 1950 წლის, 1 ივნისს კი, პირველად იზეიმეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს აღინიშნება.
უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, წელს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზეიმისა და ღონისძიებების გარეშე ჩაივლის. GMnews-ის ინფორმაციით, არანაირი აქტივობა არ განხორციელდება გორშიც. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, რამაზ შიოშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთი მასობრივი ღონისძიება გადაიდო, მათ შორისაა 1-ელი ივნისიც.
წელს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელ პატარებს გართობისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ არ ვუმასპინძლებთ, ასევე, არ არის დაგეგმილი რაიმე სახის აქტივობა არც ღია და არც დახურულ სივცეში“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას რამაზ შიოშვილმა.
კვირის ამბები