საზოგადოება
01.06.2020 10:30
დღეიდან მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიოერ დაწესებული ყველა შეზღუდვა ისხნება და შესაბამისად, მოქალაქეებს სააგენტო ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისიდან მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, განახორციელონ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ელექტრონული ჯავშანი.

 

კვირის ამბები