საზოგადოება
30.05.2020 14:25
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 757-მდე გაიზარდა

საქართველოში covid 19-ით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 757 გახდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 - თბილისში, ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

,,ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  24 ერთეულით გაიზარდა და 600 გახდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2966 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  კი - 250 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

კვირის ამბები