რეგიონი
30.05.2020 11:34
შიდა ქართლის ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის გაცნობა გრძელდება

შიდა ქართლის ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის გაცნობა გრძელდება.

მხარის რწმუნებული გიგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსი მამუკა ლომსაძე კასპელ ფერმერებს შეხვდნენ და შეკრებილებს ის შეღავათები და პროგრამები გააცნეს, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.

,,მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს გავაცანით. პროგრამა, რომელიც სუბსიდირებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს, ჩვენი რეგიონის აგრარულ სექტორში დასაქმებულთათვის ძალზე მნიშვნელოვანია, შესაბამისად, პროგრამით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება. მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა დროულად ისარგებლონ იმ შეთავაზებებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მათ. იმედი მაქვს, ეს პროგრამები წარმატებით განხორციელდება, რაც ჩვენს ფერმერებსა და მოსახლეობაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

მთლიანობაში, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული პროგრამის - ,,ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ ბიუჯეტი 37 000 000 ლარია და 200 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.

კვირის ამბები