სამართალი
11.10.2019 14:02
ხაშურში ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა

 

ხაშურში მცხოვრებმა 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ყოფილი მეუღლე მძიმედ დაჭრა. დაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით ხაშურში, ,,ევექსის“ კლინიკაში გაიდაიყვანეს.

დაზარალებულის მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარს ერთად ცხოვრების პერიოდში და შემდგომაც გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 7-დან-15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კვირის ამბები